ავტორიზაცია

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მასთან ერთად თამაშს ვისურვებდი", - რონალდინიომ ფეხბურთელი გამოარჩია

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მასთან ერთად თამაშს ვისურვებდი", - რონალდინიომ ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 26 მაი 2022, 15:11

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო აცხადებს, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან ერთად თამაშს ისურვებდა.

"რა რჩევას მივცემდი სალაჰს მომავალთან დაკავშირებით? მთავარია, ბედნიერი იყოს, ფეხბურთი ბედნიერების წყაროა და ეს ასე უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლუბში ითამაშებს მომავალში".

"ასპარეზობა უნდა გააგრძელოს ისე, რომ ამან ბედნიერად აქციოს, რადგან ფეხბურთის თამაშს არაფერი სჯობს".

"მოჰამედთან ერთად თამაშს ვისურვებდი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ყოველთვის მომწონს მისთვის თვალყურის მიდევნება", - ციტირებს "ბარსელონასა" და "მილანის" ექს-შემტევის სიტყვებს Mirror-ი.

მოგეხსენებათ, 29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა აქამდე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონსაც "ლივერპულის" რიგებში გაატარებს.