ავტორიზაცია

"სიმართლე არასოდესაა სამწუხარო", - ლაპორტა მბაპეს რეალში ჩაშლილ ტრანსფერზე

"სიმართლე არასოდესაა სამწუხარო", - ლაპორტა მბაპეს რეალში ჩაშლილ ტრანსფერზე
თარიღი 26 მაი 2022, 15:39

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა იმედგაცრუებული არ დარჩენილა იმის გამო, რომ კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"სიმართლე არასოდესაა სამწუხარო", - შემდეგი პასუხი გასცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელმა El Chiringuito-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

ლაპორტამ კატალონიელი მომღერლის, ხუან მანუელ სერატის სიმღერიდან ("Sinceramente Tuyo") გააკეთა ციტირება.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.