ავტორიზაცია

ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამარჯვებული და ზუსტი ანგარიში იწინასწარმეტყველა

ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამარჯვებული და ზუსტი ანგარიში იწინასწარმეტყველა
თარიღი 26 მაი 2022, 16:30

"ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მერსისაიდელებსა და მადრიდელებს შორის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 28 მაისს გაიმართება.

"ვფიქრობ, "ლივერპული" "რეალზე" უკეთესია და მისი განადგურების ძალა შესწევს. 3:1 ან 3:0 - ასეთია ჩემი პროგნოზი".

"ჩემი აზრით, "ლივერპულს" საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, რადგან გამორჩეული გუნდია, ამჟამად "რეალისთვის" ზედმეტად ძლიერი".

"რეალმა" ფინალში გასასვლელად ფენომენალურად იმუშავა. ცხადია, გამარჯვების სჯერა, განვლილი რთული გზის გათვალისწინებით".

"ლივერპული" ძალიან კარგი და ძალიან გამოცდილია. რთული თამაშის თავიდან აცილებას ეცდება, რადგან ასეთ მატჩებში გამარჯვების მოპოვება "რეალზე" უკეთ არავინ იცის", - ციტირებს ოუენის სიტყვებს Daily Mail-ი.