ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები ESPN-ის ვერსიით

პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები ESPN-ის ვერსიით
თარიღი 26 მაი 2022, 17:01

ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი");

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი (ორივე - "ლივერპული"), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი"), ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი");

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი"), კრისტიან ერიქსენი ("ბრენტფორდი");

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), ჰარი კეინი, სონ ჰინ მინი (ორივე - "ტოტენჰემი").