ავტორიზაცია

სევილიას ძირითადი ცენტრალური მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

სევილიას ძირითადი ცენტრალური მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 26 მაი 2022, 22:24

„ასტონ ვილამ“ „სევილიას“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ტრანსფერი შეათანხმა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბირმინგემულ კლუბს დიეგო კარლოსის ტრანსფერი 30.5 მილიონი ევრო დაუჯდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 29 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში ინგლისში ჩაფრინდება, რათა პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალები შეათანხმოს.

კარლოსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 

სავარაუდოდ, ყველა მცირე დეტალის გარკვევის შემდეგ, „ასტონ ვილა“ ტრანსფერს უკვე ოფიციალურადაც დაადასტურებს.