ავტორიზაცია

მორატას შეძენის ვარიანტს ორი ევროპული გრანდი განიხილავს — AS

მორატას შეძენის ვარიანტს ორი ევროპული გრანდი განიხილავს — AS
თარიღი 27 მაი 2022, 13:31

"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც ამჟამად იჯარით "იუვენტუსში" ირიცხება, შესაძლოა "არსენალში" გადავიდეს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, ესპანელი ფორვარდისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მორატას ხელში ჩაგდება კატალონიის "ბარსელონასაც" სურს.

"იუვენტუსს" 29 წლის ფეხბურთელის შესყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა ამ პუნქტის გააქტიურებას არ აპირებს, რის შესახებაც "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ უკვე იცის. ტურინული გრანდი ფასის დაკლებას ცდილობს.

2021/22 წლების სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.