ავტორიზაცია

ESPN: ჩუამენის რეალში ტრანსფერი შეიძლება გაჭიანურდეს, მონაკო თანხის დამატებას ითხოვს

ESPN: ჩუამენის რეალში ტრანსფერი შეიძლება გაჭიანურდეს, მონაკო თანხის დამატებას ითხოვს
თარიღი 27 მაი 2022, 14:25

"მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის "რეალში" ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს პერიოდში არ შედგეს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, რადგანაც მონაკოს სამთავრო ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს ოფშორულ ზონად ითვლება, 22 წლის ფეხბურთელის მადრიდულ გრანდში გადასვლის შემთხვევაში, მონაკოელებს მიღებული სუფთა მოგების 24%-ის გადახდა მოუწევთ - საუბარია 60 მილიონ ევროზე ("ბორდოდან" 20 მილიონად იყიდეს, "რეალში" კი 80 მილიონად ყიდიან).

ამასთან დაკავშირებით, ლიგა 1-ის კლუბს იმედი აქვს, რომ "ბლანკოსი" დაახლოებით 15 მილიონით მეტს გადაიხდის, მაგრამ ჯერჯერობით, მადრიდელებს ამის გაკეთება არ უნდათ.

ამავდროულად, ჩუამენისთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, რომ პრობლემა არც ისე მწვავეა, ამიტომაც დიდი ალბათობით, ტრანსფერი მომდევნო კვირის ბოლომდე განხორციელდება.

"მონაკოსთვის" მსგავსი სახის სიტუაცია ახალი არ არის: ასე მოხდა ესპანურ კლუბებში ისეთი ფეხბურთელების გაშვების დროსაც, როგორებიც ხამეს როდრიგესი, იანიკ-ფერეირა კარასკო და სხვები არიან.