ჰარი კეინი ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე უეინ რუნის რეკორდის მოხსნას შეეცდება!
"ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის ჰარი კეინის მიზანია, რომ ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყაროს.
ამ მომენტისთვის, სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი გოლი უეინ რუნის აქვს გატანილი და მისი შედეგის გამეორებამდე "დეზების" ფორვარდს მხოლოდ 4 გოლი აშორებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კეინს ყოფილი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევზე 52 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ კეინის ანგარიშზე თავისი სამშობლოს ნაკრების რიგებში 68 მატჩში - 49 გატანილი გოლია, ხოლო რუნის აქტივში 120 მატჩში - 53 გოლი. ამ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს საფეხბურთო პორტალი Stats Perform.