ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს თავდასხმის გაძლიერების ფავორიტი ჰყავს, მაგრამ ტრანსფერს ერთი დეტალი აბრკოლებს

მანჩესტერ იუნაიტედს თავდასხმის გაძლიერების ფავორიტი ჰყავს, მაგრამ ტრანსფერს ერთი დეტალი აბრკოლებს
თარიღი 27 მაი 2022, 19:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა შეტევის გასაძლიერებლად ფავორიტი თავდამსხმელი გამოკვეთა.

The Daily Star იუწყება, რომ "წითელ ეშმაკები" მოხიბლულნი არიან "ბენფიკას" ახალგაზრდა ფორვარდის დარვინ ნუნიესის შედეგით და მისი განვითარების პოტენციალით. თუმცა, ფეხბურთელის ფასი ეძვირებათ. პორტუგალიური კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს.

წყაროზე დაყრდნობით, მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლებმა "არწივებს" შეუთვალეს, რომ მოთამაშეს რეალური ფასი დაადონ და მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეგახსენებთ, რომ ნუნიესი 2020 წელს ესპანური "ალმერიადან" 24 მილიონად გადაბარგდა პორტუგალიურ გრანდში.