ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: ლივერპულში იციან, რომ ჩუამენი უპირატესობას სხვა კლუბს ანიჭებს

ფაბრიციო რომანო: ლივერპულში იციან, რომ ჩუამენი უპირატესობას სხვა კლუბს ანიჭებს
თარიღი 28 მაი 2022, 02:07

"მონაკოს" ჩამშლელ ნახევარმცველს, ორელიენ ჩუამენის "ლივერპულში" გადასვლას "რეალის" რიგებში თამაში ურჩევნია.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იწერება, 22 წლის ფრანგმა თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ მისი პრიორიტეტი ამ ზაფხულს მადრიდულ გრანდში გადასვლაა. "ლივერპულთან" დაახლოებული წყაროების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას "სამეფო კლუბს" მიანიჭებს უპირატესობას.

"რეალი" ჩუამენის აგენტებთან 5-წლიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ ტრანსფერი ბოლომდე შეთანხმებული ჯერ კიდევ არ არის. "მონაკო" 80 მილიონ ევროს ითხოვს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაიმართება.

ჩუამენისადმი ინტერესს "პსჟ"-ც ინარჩუნებს, მაგრამ ლიდერი "ბლანკოსია". "ლივერპული" სიტუაციას კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალყურს, მაგრამ სხვა სატრანსფერო სამიზნეებზეა კონცენტრირებული. მერსისაიდელთა წარმომადგენლებიც შეხვდნენ მონაკოელთა ნახევარმცველის აგენტს, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელი "რეალში" გადაბარგების ვარიანტი უფრო იზიდავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-სა და ორელიენს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში კილიან მბაპეც მონაწილეობს. გარდა ამისა, ისიც დაიწერა, რომ ჩუამენის "რეალში" ტრანსფერი "მონაკოს" ფინანსური მოთხოვნების გამო შეიძლება გაჭიანურდეს.

2021/22 წლების სეზონში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.