ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — პერიშიჩი კარიერას პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია — პერიშიჩი კარიერას პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გააგრძელებს
თარიღი 28 მაი 2022, 02:14

"ინტერის" შემტევი ნახევარმცველი, ივან პერიშიჩი კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც გამოცემა The Independent-ი იტყობინება, ხორვატმა ლონდონის "ტოტენჰემთან" 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

"დეზებმა" 33 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსსა" და თანაქალაქელ "ჩელსის" აჯობეს.

ასე და ამგვარად, პერიშიჩი "ინტერს", სადაც 2015 წლიდან ირიცხებოდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან ერთად გამოცდილი შემტევი სწორედ მილანურ გრანდში თამაშობდა.

2021/22 წლების სეზონში პერიშიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.