ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემში რჩება — იტალიელმა სპეციალისტმა 6 ტრანსფერი მოითხოვა

კონტე ტოტენჰემში რჩება — იტალიელმა სპეციალისტმა 6 ტრანსფერი მოითხოვა
თარიღი 28 მაი 2022, 02:32

სანდო წყაროების თანახმად, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ლონდონურ კლუბში მუშაობას გააგრძელებს.

იტალიელი "დეზებს" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

თავის მხრივ, როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი წერს, კონტემ გუშინ ლონდონელთა სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მოლაპარაკებები გამართა, რომელიც წარმატებული გამოდგა.

აღინიშნება, რომ 52 წლის სპეციალისტმა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას თავისი სატრანსფერო გეგმების შესახებაც ამცნო.

ასე და ამგვარად, კონტეს გუნდში ახალი ცენტრალური ნახევარმცველის, ორი ფლანგის მცველის, სათადარიგო თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის ხილვა სურს.