ავტორიზაცია

"ეს ინფორმაცია მახარებს", - რაფაელ ლეაო რეალის მხრიდან არსებულ ინტერესს გამოეხმაურა

"ეს ინფორმაცია მახარებს", - რაფაელ ლეაო რეალის მხრიდან არსებულ ინტერესს გამოეხმაურა
თარიღი 28 მაი 2022, 03:38

"მილანის" თავდამსხმელი, რაფაელ ლეაო მისდამი "რეალის" ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"მილანში" ვარ, ჩემი კონტრაქტი კიდევ ორ წელზეა გათვლილი და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. კლუბის წარმომადგენლებისგან მსიამოვნებს იმის გაგება, რომ ხელშეუხებელი ვარ".

"რეალის" ინტერესის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მახარებს, მაგრამ ამის გამო თავს არ ვკარგავ", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს A Bola.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზად არის 22 წლის თავდამსხმელში 120 მილიონ ევრომდე გადაიხადონ.

შეგახსენებთ, ლეაო "როსონერიში" 2019 წლიდან ირიცხება, სადაც "ლილიდან" 29,5 მილიონ ევროდ გადავიდა. მილანურ გრანდთან მისი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდეა გათვლილი. Transfermarkt-ის ვერსიით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" ღირსება 42 მატჩში დაიცვა, 14 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.