ავტორიზაცია

ოფიციალურად: დორტმუნდმა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი დაიმატა

ოფიციალურად: დორტმუნდმა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 28 მაი 2022, 21:34

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა გარემარბის, ჯეიდენ ბრაფის ტრანსფერი დაადასტურა.

გერმანულმა კლუბმა 19 წლის ჰოლანდიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 2025 წლის ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაფი იჯარით "უდინეზეს" ღირსებას იცავდა, მაგრამ გასული სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც 2021/22 წლების სეზონი გამოტოვა.

გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის "ლევერკუზენისგანაც", მაგრამ "დორტმუნდი" აირჩია.

ბრაფმა "მანჩესტერ სიტის" პირველ გუნდში ერთი მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოასწრო, იგი "ქალაქელთა" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა.