კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია!
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეოთხედ მოიგო.
იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში "ლივერპული" (1:0) გარემარბ ვინისიუს ჟუნიორის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
ასე და ამგვარად, "პაპა კარლო" პირველი სპეციალისტი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა. მან ზინედინ ზიდანსა და ბობ პეისლის გადაასწრო.
საერთო ჯამში, ანჩელოტის მიერ გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5-ჯერ გავიდნენ: 3-ჯერ "მილანი", 2-ჯერ კი - "რეალი". კარლომ მხოლოდ ერთი წააგო - 2004/05 წლების სეზონში. 2003, 2007 და 2014 წლებში კი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის რანგში 62 წლის იტალიელი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი 2-ჯერ გახდა - 1989 და 1990 წლებში.