ავტორიზაცია

ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ, იღბალი არაფერ შუაშია"

ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ, იღბალი არაფერ შუაშია"
თარიღი 29 მაი 2022, 13:58

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" "ლივერპული" დაამარცხა - 1:0.

"იმ ხუთი ჩემპიონობიდან, რომელიც მაქვს, ეს ყველაზე რთულად მოსაპოვებელი იყო, მაგრამ დავიმსახურეთ. იღბალი არაფერ შუაშია. ვამაყობ. ასეთი საღამოებისთვის ვმუშაობ".

"ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, სხვანაირად ვერ აღვწერ. ბედნიერი და ამაყი ვარ ამ კლუბით და ამ შემადგენლობით".

"ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მადრიდში დავბრუნდებით, რათა ჩემპიონობა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნოთ", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Sky Sport Italia.