ავტორიზაცია

რეგრესი თვალსაჩინოა - ასე ხდება, როცა ტოპ ტრანსფერი მოულოდნელად იშლება

რეგრესი თვალსაჩინოა - ასე ხდება, როცა ტოპ ტრანსფერი მოულოდნელად იშლება
თარიღი 29 მაი 2022, 14:36

20 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და დიდი იმედია.

ის "დინამო თბილისის" აღზრდილია, თუმცა ამ კლუბში თავი ვერ გამოიჩინა, "დინამო ბათუმში" გადავიდა და ტოპ სეზონი ჩაატარა - გასულ წელს ის მთლიან ჩემპიონატში საუკეთესო იყო.

აზაროვს კარგი თამაში დაუფასდა და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, სადაც ასევე წარმატებული მატჩები ჰქონდა.

მისი შეძენით რამდენიმე კარგი ევროპული გუნდი ინტერესდებოდა, ყველაზე რეალური კი "ტრაბზონსპორის" ინტერესი იყო.

სეზონის წინ, ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, აზაროვი თურქეთშიც ჩავიდა, ხელი უნდა მოეწერა და ტოპ ტრანსფერი განხორციელებულიყო, მაგრამ თურქეთში ჩასული აზაროვის ტრანსფერი ჩემპიონ "ტრაბზონსპორში" ჩაიშალა და "დინამო ბათუმში" დაბრუნდა.

ლოგიკურია, ამ ყველაფერმა ფეხბურთელზეც იმოქმედა და თვალსაჩინოა, რომ წელს აზაროვს რეგრესი აქვს, რამდენიმე მატჩი ცუდად ჩაატარა და აშკარაა, ის ისეთ ტონუსში ვერ არის, როგორც წინა სეზონში.

აზაროვი ახლა ნაკრებშია გამოძახებული. იმედია, კვლავ მაღალი დონის თამაშით გამოირჩევა და მისით კვლავ დაინტერესდებიან ძლიერი გუნდები, ოღონდ ამჯერად ტრანსფერის ჩაშლის გარეშე.