ავტორიზაცია

"კარს არ ვხურავ, არაფერია გამორიცხული", - ნკუნკუ პსჟ-ში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"კარს არ ვხურავ, არაფერია გამორიცხული", - ნკუნკუ პსჟ-ში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება
თარიღი 30 მაი 2022, 12:24

"ლაიფციგის" თავდამსხმელმა, კრისტოფერ ნკუნკუმ "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"ეს ჩემი სახლია, ჩემი გულის კლუბი, ამას ყოველთვის ვამბობდი. არანაირ კარს არ ვხურავ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია".

"მიხარია, რომ ჩემდამი ინტერესს მსოფლიოს უდიდესი კლუბები იჩენენ. მაგრამ "ლაიფციგი" ჩემს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ესეც მახარებს", - ციტირებს ნკუნკუს სიტყვებს Metro.

მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბუნდესლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აწ უკვე გასულ სეზონში ნკუნკუმ, რომელიც "პსჟ"-ს აღზრდილია და "ლაიფციგში" 2019 წლის ზაფხულში 13 მილიონ ევროდ გადავიდა, ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.