ავტორიზაცია

"მესის პარი სენ ჟერმენში ადაპტაციის გავლა უჭირს", - ნეიმარმა მიზეზებიც განმარტა

"მესის პარი სენ ჟერმენში ადაპტაციის გავლა უჭირს", - ნეიმარმა მიზეზებიც განმარტა
თარიღი 30 მაი 2022, 13:08

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის პარიზულ კლუბში ადაპტაციის გავლა უჭირს.

"ლეომ "ბარსელონაში" მრავალი წელი გაატარა, ადაპტაცია უჭირს. რთულია გუნდისა და ქალაქის შეცვლა. ამავდროულად, მარტო არ ჩამოსულა, ოჯახთან ერთად არის. ენაც განსხვავებულია. ყურადღების გამფანტველი ძალიან ბევრი ფაქტორია".

"გარდა ამისა, გუნდს სხვა სათამაშო სტილი აქვს, "პსჟ"-ს ფეხბურთელებს კი არ ესმით, როგორ თამაშობს მესი. ამ ყველაფერს ზიანი მოაქვს".

"ლეო, კილიანი და მე ვართ ფეხბურთელები, რომლებსაც ყოველთვის თამაშის დონით, სტატისტიკითა და მოგებული ტიტულებით აფასებენ. ყველაფერს აფასებენ", - თქვა ბრაზილიელმა Canal Football Club-თან ინტერვიუში.

2021/22 წლების სეზონში 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.