ავტორიზაცია

"ეს პსჟ-სთან ერთად უნდა გავაკეთო", - ნეიმარმა სამომავლო მიზნები გაამხილა

"ეს პსჟ-სთან ერთად უნდა გავაკეთო", - ნეიმარმა სამომავლო მიზნები გაამხილა
თარიღი 30 მაი 2022, 16:30

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს მომავალ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

"ჩემი მიზნები ყოველთვის უცვლელია: ყველა შესაძლო ტიტულის მოგება. მსურს კარგად ვითამაშო, მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. მომდევნო სეზონისთვის ეს არის ჩემი მიზანი".

"ეს "პსჟ"-სთან ერთად უნდა გავაკეთო. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ასე რომ სხვა არჩევანი არ მაქვს. დიახ, ამას "პსჟ"-სთან ერთად გავაკეთებ", - თქვა ბრაზილიის ნაკრების შემტევმა Canal+-თან ინტერვიუში.

აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ ზაფხულში პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ნეიმარის გაყიდვას გეგმავს, რომლის კონტრაქტიც კიდევ სამ წელზეა გათვლილი.

2021/22 წლების სეზონში 30 წლის სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.