ავტორიზაცია

რეალის პირველი კონკრეტული წინადადება მონაკოს ჩუამენის თაობაზე - ევროპის ჩემპიონები პასუხს ელიან

რეალის პირველი კონკრეტული წინადადება მონაკოს ჩუამენის თაობაზე - ევროპის ჩემპიონები პასუხს ელიან
თარიღი 30 მაი 2022, 18:28

საკლუბო დონეზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა "მადრიდის რეალმა" ორელიენ ჩუამენის თაობაზე ფრანგულ კლუბს შეთავაზება გაუკეთა.

Foot Mercato-ზე დაყრდნობით, სამეფო კლუბმა 80 მილიონიანი წინადადებით მიმართა "მონაკოს" და ახლა პასუხის მოლოდინში არიან. 22 წლის, საფრანგეთის ნაკრების წევრის შეძენით დაინტერესებულნი არიან "პსჟ" და "ლივერპულიც".

თუმცა, მსურველთაგან პირველი გუნდი, რომელიც კონკრეტულ მოქმედებაზე გადავიდა "ლოს ბლანკოსია". თავის მხრივ, ჩუამენმა უკვე განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის ამჟამინდელ გუნდს გამოიცვლის.