მანჩესტერმა ერიკ ტენ ჰაგის პირველ სატრანსფერო მოთხოვნაზე მუშაობა დაიწყო
ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი ყოფილი შეგირდის ხილვა სურს.
The Guardian-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა „აიაქსის“ 20 წლის მცველის, იურიენ ტიმბერის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ტენ ჰაგი ფეხბურთელს ამსტერდამულ გუნდში ერთად მუშაობიდან ძალიან კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებს ძალიან აფასებს, ამიტომ ტიმბერის ტრანსფერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ნიდერლანდელმა გუნდში დანიშვნის შემდეგ მოითხოვა.
ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით თამაშისას ტიმბერს ნიდერლანდების ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა (2020 წლის მარტში) და დროთა განმავლობაში მან გუნდის ძირითადშიც დაიკავა ადგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, „აიაქსს“ მის სანაცვლოდ 50 მლნ ევროს მიღება სურს.