ავტორიზაცია

რეალის მეკარემ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

რეალის მეკარემ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს
თარიღი 30 მაი 2022, 22:48

მადრიდის „რეალის“ გოლკიპერმა ანდრეი ლუნინმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

The Sunday Times-ის ინფორმაციით, „ნისლიან ალბიონზე“ უკრაინელი კარის დარაჯით „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ ინტერესდება, რომელიც შემდეგ სეზონში კონფერენც ლიგაზე იასპარეზებს.

ანდრეი ლუნინის სახით დევიდ მოიესი 37 წლის ვეტერან ლუკაშ ფაბიანსკის სამომავლო შემცვლელს მოიაზრებს. თავად უკრაინელი უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის გუნდის შეცვლის იდეას მიესალმება.

დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში ამ ტრანსფერზე უფრო მეტი დაიწერება და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში ის მართლაც შედგეს. ასეთ შემთხვევაში, „რეალს" ტიბო კურტუას შემცვლელის ძიება მოუწევს.