ავტორიზაცია

"გამონაკლისებიც არსებობს", - ისკომ რეალთან დამშვიდობებისას კილიან მბაპეს წაკბინა

"გამონაკლისებიც არსებობს", - ისკომ რეალთან დამშვიდობებისას კილიან მბაპეს წაკბინა
თარიღი 30 მაი 2022, 22:50

9-წლიანი კარიერის შემდეგ, ისკო ალარკონი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა.

ესპანელი ნახევარმცველი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, ისევე როგორც გარეტ ბეილი და მარსელო.

"როცა მალაგაში ვიყავი, ვიცოდი რომ მივდიოდი და სხვა გუნდსაც შევუთანხმდი, თუმცა ამ დროს ჩემ კარზე რეალმა დააკაკუნა. ამ კლუბს უარს ვერ და არც უნდა ეუბნებოდე, თუმცა გამონაკლისები ყოველთვის არსებობს 🐢😂

დღეს სრულდება ჩემი ეტაპი კლუბში, რომელმაც ყველაფერი მომცა და იმაზე მეტიც კი, ვიდრე წარმომედგინა. სამუდამოდ მადლიერი ვარ რეალის და გულშემატკივრების, რომელიც მუდამ სულ თბილად მეპყრობოდნენ.

ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო გუშინ სიბელესზე მე-14 ლიგის ზეიმი, როცა მე-15 უკვე გზაშია, ჰაჰაჰა.

მშვიდობით და ჰალა მადრიდ, სამუდამოდ." - წერს ესპანელი სოციალურ ქსელში.

„გამონაკლისებიც არსებობს“, - ამით ალარკონმა კილიან მბაპეს წაკბინა, რომელმაც ერთი კვირის წინ „რეალში“ გადასვლა იუარა და „პსჟ-ში“ დარჩენა გადაწყვიტა.