ავტორიზაცია

ვალენსიამ გაუშვა პრეზიდენტი, რომელიც გუნდის ფეხბურთელს პრესაში მოკლით ემუქრებოდა

ვალენსიამ გაუშვა პრეზიდენტი, რომელიც გუნდის ფეხბურთელს პრესაში მოკლით ემუქრებოდა
თარიღი 31 მაი 2022, 00:09

„ვალენსიამ“ ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტის გაშვება, რომელიც სკანდალში გაეხვა.

ესპანურ პრესაში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც პრეზიდენტი ანილ მურტი, გუნდის ნახევარმცველ კარლოს სოლერს „პრესაში მოკვლით“ ემუქრებოდა, თუ ის გუნდს უფასოდ დატოვებდა.

თავდაპირველად „ვალენსიამ“ გამოცემა Superdeportes-ი, რომელმაც აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა, თუმცა დღეს მურტის გაშვება დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს არანაირად არ იზიარებს.

„ღამურების" გულშემატკივრებში პრეზიდენტის გაშვებამ დიდი სიხარული გამოიწვია, რადგან ისინი მისი მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ.