ავტორიზაცია

ჩუამენს მადრიდის რეალი უახლოეს დღეებში გაიფორმებს, 80 მილიონიანმა შეთავაზებამ გაჭრა - ფრანგული მედია

ჩუამენს მადრიდის რეალი უახლოეს დღეებში გაიფორმებს, 80 მილიონიანმა შეთავაზებამ გაჭრა - ფრანგული მედია
თარიღი 31 მაი 2022, 00:23

უკვე დიდი ხანია ამ თემაზე იწერება, მაგრამ უახლესი ცნობებით "მადრიდის რეალი" ისე ახლოს არის "მონაკოს" ნახევარმცველის გაფომებასთან, როგორც არასდროს.

RMC Sport იუწყება, რომ ორელიენ ჩუამენის სამეფო კლუბში ტრანსფერი რამდენიმე დღეში განხორციელდება. ფრანგული კლუბი დათანხმდება მადრიდელთა 80 მილიონიან შეთავაზებას. 22 წლის შუახაზელმა უკვე განუცხადა თანაგუნდელებს, რომ მისთვის პრიორიტეტი "ლოს ბლანკოსში" თამაშია.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი თვითონ არის დაინტერესებული ამ ტრანსფერის წარმატებით დასრულებაში და უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში. 

შეგახსენებთ, რომ ჩუამენზე საფეხბურთო გრანდებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, მაგრამ ევროპის მოქმედი ჩემპიონები ფავორიტები არიან და მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ.