ავტორიზაცია

მესი პსჟ-ს ფანების სტვენაზე: "ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, ბარსელონაში ყველაფერი პირიქით იყო"

მესი პსჟ-ს ფანების სტვენაზე: "ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, ბარსელონაში ყველაფერი პირიქით იყო"
თარიღი 31 მაი 2022, 01:22

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ მისდამი პარიზელი გულშემატკივრების სტვენაზე განცხადება გააკეთა.

"ეს ჩემთვის უჩვეულო გახლდათ. "ბარსელონაში" ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, იქ ყველაფერი პირიქით იყო", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს TYC Sports-ი.

"ფეხბურთელებისადმი ადამიანების უკმაყოფილება გასაგებია, რადგან "პსჟ"-ს თავს მსგავსი რაღაც პირველად არ მომხდარა, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ასე აქამდეც გამოვარდნილა, ამიტომაც უკმაყოფილება გასაგები იყო".

"აღარ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმები თუ არა ჩემდამი, აგრეთვე ნეიმარისადმი სტვენას, სწორედ ჩვენ შემოგვიტიეს ყველაზე მეტად. მაგრამ რაც მოხდა, მოხდა", - დასძინა მესიმ.

მოგეხსენებათ, 34 წლის სუპერვარსკვლავი "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

2021/22 წლების სეზონში მესიმ პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.