ავტორიზაცია

"მსოფლიოს ყველა ტოპ კლუბს უნდოდა მისი ყიდვა", - სიტის პრეზიდენტმა ჰოლანდის ტრანსფერი შეაფასა

"მსოფლიოს ყველა ტოპ კლუბს უნდოდა მისი ყიდვა", - სიტის პრეზიდენტმა ჰოლანდის ტრანსფერი შეაფასა
თარიღი 31 მაი 2022, 14:42

"მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტი, ჰალდონ ალ მუბარაქი "დორტმუნდიდან" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შეძენით მოხარულია.

"ჰოლანდს ბოლო 4-5 წლის მანძილზე ვაკვირდებოდით - კარიერის ნორვეგიაში დაწყებიდან და "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ. მთელი ეს წლები მის პროგრესს თვალყურს ვადევნებდით და ვიხილეთ, რომ ძალიან ნიჭიერი, დიდი პოტენციალის მქონე მაღალი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თავდამსხმელად იქცა, თუ არა ყველაზე საინტერესოდ. უნიკალური, წარმოუდგენლად ნიჭიერი ფორვარდია, რომელსაც, ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს".

"შემიძლია ვთქვა, მისი შეძენა მსოფლიოს ყველა ტოპ კლუბს უნდოდა და ძალიან გვიხარია, რომ "მანჩესტერ სიტი" აირჩია".

"ვფიქრობ, ეს მის მიერ კლუბში გაწეული შესანიშნავი სამუშაოს შედეგია, რაც ამ გუნდის დონეს ამტკიცებს, რადგან ჰოლანდი არა მხოლოდ ბრწყინვალე, არამედ უჭკვიანესი ფეხბურთელიცაა, რომელმაც აქ პოტენციალი დაინახა და გააცნობიერა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროფესიონალური თვალსაზრისით, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობისა და მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურის ქვეშ".

"ეს და სხვადასხვა ობიექტები - სავარჯიშო მოედნები, სტადიონი და გულშემატკივრები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ფანებთან კავშირი აქვს".

"ჩემი აზრით, ჰოლანდის ტრანსფერი ჩვენთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ნამდვილად ფენომენალური ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელიც ბევრ კარგ მოგონებას დაგვიტოვებს", - ციტირებს "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი კლუბის ხელმძღვანელის სიტყვებს.

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.