ავტორიზაცია

მამარდაშვილის დამატების სურვილი კიდევ ერთმა პრემიერ ლიგის გუნდმა გამოთქვა! - Marca

მამარდაშვილის დამატების სურვილი კიდევ ერთმა პრემიერ ლიგის გუნდმა გამოთქვა! - Marca
თარიღი 31 მაი 2022, 18:30

"ვალენსიას" ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში ახალი მსურველი გამოუჩნდა.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ახალგაზრდა კიპერის შეძენის სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად "ტოტენჰემმაც" გამოთქვა. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის კარის დარაჯმა "ღამურების" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, სადაც კარის მშრალად შენახვა 9-ჯერ შეძლო და 22 გოლი გაუშვა. დიდი პოტენციალის მქონე მეკარის ასეთი შთამბეჭდავი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ ინგლისურ კლუბებს და მისი დამატების ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ.