ავტორიზაცია

ოფიციალურად: ივან პერისიჩი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს - დეზებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს

ოფიციალურად: ივან პერისიჩი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს - დეზებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს
თარიღი 31 მაი 2022, 18:41

"ინტერის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ივან პერისიჩი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ხორვატი მარცხენა ვინგერი "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თავის ახალ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ინფორმაცია "დეზების" ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

33 წლის გამოცდილმა წინახაზელმა "ნერაძურის" რიგებში, 2021/22 წლის სერია ა-ს სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.