ავტორიზაცია

ამცნო თუ არა მანემ ლივერპულის ბოსებს კლუბიდან წასვლის სურვილის შესახებ? — Sky Sports-ის ინფორმაცია

ამცნო თუ არა მანემ ლივერპულის ბოსებს კლუბიდან წასვლის სურვილის შესახებ? — Sky Sports-ის ინფორმაცია
თარიღი 01 ივნ 2022, 15:30

"ლივერპულის" თავდამსხმელს, სადიო მანეს ხელმძღვანელობისთვის ჯერ არ შეუტყობინებია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვება უნდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი წერს, სენეგალელს მერსისაიდელთა ბოსებისთვის სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილის შესახებ არ უცნობებია.

თავის მხრივ, "ლივერპული" 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე "ბაიერნის" წინადადებას ელოდება და მიუნხენელებისგან 30 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.

სავარაუდოდ, "რეკორდმაისტერი" მანეს 2025 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს შესთავაზებს და მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდისთვის მზად იქნება + 5-10 მლნ ბონუსების სახით. გერმანული კლუბის მხრიდან მოლაპარაკებებს სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი გამართავს.

აღსანიშნავია, რომ სალიჰამიჯიჩისთვის მთავარი სამიზნე სწორედ მანეა. Sky Germany-ს ცნობით, იგი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

მანე "ლივერპულის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მერსისაიდელებთან ერთად მან 6 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.