ავტორიზაცია

მამარდაშვილის ვალენსიას ახალს სეზონში ყველასთვის კარგად ნაცნობი ფიგურა გაწვრთნის?

მამარდაშვილის ვალენსიას ახალს სეზონში ყველასთვის კარგად ნაცნობი ფიგურა გაწვრთნის?
თარიღი 01 ივნ 2022, 16:38

იზრდება შანსები, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო სეზონს ახალი მწვრთნელით შეხვდეს.

სპორტული ჟურნალისტი ჰექტორ გომესი იუწყება, რომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობა ხოსე ბორდალასის მუშაობით უკმაყოფილოა და მის დათხოვნას აპირებს.

"ღამურების" რჩეული ყველასთვის კარგად ცნობილი ჯენარო გატუზოა, რომელიც ამჟამად იტალიის სერია ბ-ში მოასპარეზე "კომოს" წვრთნის. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ესპანური კლუბი "მილანის" ლეგენდასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ რინომ სამწვრთნელო კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს.