ავტორიზაცია

რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ში დაბრუნება გადაწყვიტა - ინტერთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!

რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ში დაბრუნება გადაწყვიტა - ინტერთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
თარიღი 01 Jun 2022, 18:27

"ჩელსის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, "ინტერში" დაბრუნება გადაწყვიტა.

იტალიური გამოცემა La Gazzeta dello Sport წერს, რომ 29 წლის ფორვარდმა "ნერაძურისთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და თანახმაა მათ იჯარის წესით შეუერთდეს. ახლა მთავარია კლუბებს შორის ურთიერთობის გარკვევა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი შემტევი "არისტოკრატებში" გუნდისთვის რეკორდულ თანხად 98 მილიონად გადავიდა, მაგრამ ინდივიდუალური კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა. მან პრემიერ ლიგის გათამაშებაში მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო.

ბელგიელი წინახაზელი მზადაა "შავ-ლურჯთა" რიგებში დასაბრუნებლად დათმობაზე წავიდეს და ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს. ამჟამად, ის ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით, გარანტირებულ 10 მილიონს და + ბონუსებს იღებს. იტალიელებს კი სეზონში მხოლოდ 6.4 მილიონის შეთავაზება შეუძლიათ.