ავტორიზაცია

ბარსელონა ნახევარდაცვის გაძლიერებას პრემიერ ლიგის გამორჩეული მოთამაშით აპირებს

ბარსელონა ნახევარდაცვის გაძლიერებას პრემიერ ლიგის გამორჩეული მოთამაშით აპირებს
თარიღი 01 ივნ 2022, 19:02

"ბარსელონა" ზაფხულში გუნდის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ერთ-ერთ კანდიდატს პრემიერ ლიგაში მიაგნო.

The Mirror-ის მიხედვით, კატალონიური კლუბი სერიოზულად არის დაინტერეებული "ვულვზის" შუახაზელის, რუბენ ნევეშის დამატებით. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ესპანელების გარდა, "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენენ, მაგრამ პორტუგალიელი უპირატესობას "ბლაუგრანას" ვარიანტს ანიჭებს. 

25 წლის მოთამაშემ ინგლისური პრემიერ ლიგის 2021/22 წლის სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნევეში 6 ივნისს, ერთა ლიგის ეგიდით ჩასატარებელ მატჩში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება და შესაძლოა, პოტენციური მომავალი თანაგუნდელების წინააღმდეგაც მოუწიოს თამაში.