ავტორიზაცია

ვესტ ჰემის მცველი კატის ცემის გამო ციხეს გადაურჩა, მაგრამ პასუხისგება მაინც მოუწევს

ვესტ ჰემის მცველი კატის ცემის გამო ციხეს გადაურჩა, მაგრამ პასუხისგება მაინც მოუწევს
თარიღი 01 ივნ 2022, 19:40

"ვესტ ჰემის" ცენტრალურ მცველს კატისადმი უხეში მოპყრობა ბრიტანეთში ძვირი დაუჯდა და მას პასუხისგება არ ასცდება.

კურტ ზუმას 180 საათიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, აეკრძალა 5 წლით კატის ყოლა და ჯარიმის სახით, 8 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

"შენ კატას დაარტყი და განსაცდელში მიატოვე. მისთვის დახმარება არ აღმოგიჩენია და მისი ტანჯვა დააიგნორე, პირადი გართობის მიზნით." - ასეთი სიტყვებით მიმართა ფრანგ ფეხბურთელს ოლქის მოსამართლე სუსან ჰოლდჰამმა. 

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვეში ზუმა და მისი ძმა კატას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ეს ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მალევე ამ ფაქტზე, ცხოველზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო და სულ ახალახანს, ამ ინციდენტში ორივე მათგანი გაამტყუნეს.