ავტორიზაცია

მოურინიოს საკუთარ გუნდში ატლეტიკოს ნახევარმცველის ხილვა სურს

მოურინიოს საკუთარ გუნდში ატლეტიკოს ნახევარმცველის ხილვა სურს
თარიღი 01 ივნ 2022, 22:16

„ატლეტიკო მადრიდის“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, საკუთარ გუნდში არგენტინელის ხილვა „რომას“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც უახლოეს პერიოდში ჰენრიხ მხითარიანის გარეშე დარჩება.

თავის მხრივ, დე პაულით ასევე ინტერესდებიან „ინტერი“ და „ნაპოლიც“.

თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დე პაულის გაყიდვა მადრიდის „ატლეტიკოს“ გეგმებში არ შედის, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, ფეხბურთელის პროგრესით სავსებით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება უნდა.