ავტორიზაცია

გატუზო ვალენსიაში სამიზნეების ძიებას შეუდგა და მიზანში ბარსელონას ნახევარმცველი ამოიღო

გატუზო ვალენსიაში სამიზნეების ძიებას შეუდგა და მიზანში ბარსელონას ნახევარმცველი ამოიღო
თარიღი 01 ივნ 2022, 22:22

ჯენარო გატუზო, რომელიც „ვალენსიაში“ დანიშვნასთან არის ძალიან ახლოს, სამიზნეების შერჩევას შეუდგა.

როგორც Diario Sport იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი ბაზარზე შედარებით იაფიანი ვარიანტების ძიებას აპირებს და მიზანში „ბარსელონას“ ნახევარმცველი, რიკი პუჩი ამოიღო.

22 წლის ფეხბურთელს არც ხავის და არც იქამდე კუმანის გუნდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და არ არის გამორიცხული, გუნდის დატოვება ამ ზაფხულსვე გადაწყვიტოს.

ხავიმ პუჩთან საუბარში აღიარა, რომ შემდეგ სეზონშიც ვერ აძლევს რეგულარულად თამაშის გარანტიას, ამიტომ „ვალენსიაში“ მისი წასვლა გამორიცხული სულაც არ არის.

თავის მხრივ, გატუზოს გეგმებში 22 წლის ნახევარმცველს საკვანძო როლის შესრულება შეეძლება.