ავტორიზაცია

პიკემ შაკირას უღალატა — ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა

პიკემ შაკირას უღალატა — ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა
თარიღი 02 ივნ 2022, 13:37

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე და სახელგანთქმული მომღერალი, შაკირა ერთმანეთს დაშორდნენ.

El Periodico-ს ცნობით, კოლუმბიელმა გაიგო, რომ ესპანელი ფეხბურთელი მას სხვა ქალთან ღალატობდა. პიკე უკვე რამდენიმე კვირაა თავის ძველ ბინაში მარტო ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის მცველი ხშირად სტუმრობს ღამის კლუბებს - Bling Bling-სა და Patron-ს - თანაგუნდელ რიკი პუჩთან ერთად. ორივე კლუბში ხერარდი "სხვა ქალთან ერთად შენიშნეს".

როგორც აღინიშნება, პიკე ღამის 2-3 საათამდე იმყოფებოდა წვეულებებზე, მიუხედავად იმისა, რომ დილით "ბარსაში" ვარჯიში უწევდა.

პიკე და შაკირა 2011 წლიდან იყვნენ ურთიერთობაში, მაგრამ ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებულები. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.