კამავინგა: "იმედი მაქვს, ჩუამენი რეალში გადმოვა, მას უკვე შევხვდი და ველაპარაკე კიდეც"
"რეალის" შუახაზელს, ედუარდო კამავინგას იმედი აქვს, რომ "მონაკოს" ნახევარმცველი, ორელიენ ჩუამენი მადრიდულ გრანდში გადავა.
"სასაცილოა, რა თქმა უნდა! ნაკრების განკარგულებაში მას უკვე შევხვდი. ვიმედოვნებ, "რეალში" გადმოვა", - ციტირებს "ბლანკოსის" ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
"კარგად არ ვიცი, როგორი სიტუაციაა, მაგრამ ველაპარაკე. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში", - დასძინა კამავინგამ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის 80 მილიონ ევროიანი (+20 მლნ ბონუსების სახით) დახურვასთან ახლოს არის. გარდა ამისა, მისთვის "პსჟ"-ც იბრძვის.
2021/22 წლების სეზონში ჩუამენიმ, რომელსაც "მონაკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.