ავტორიზაცია

"სხვა ლიგების გაცნობა მინდა, მაგრამ სერია ა-ში ბედნიერი ვარ", - სად გააგრძელებს კარიერას დიბალა?

"სხვა ლიგების გაცნობა მინდა, მაგრამ სერია ა-ში ბედნიერი ვარ", - სად გააგრძელებს კარიერას დიბალა?
თარიღი 02 ივნ 2022, 15:14

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი, პაულო დიბალა საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

მოგეხსენებათ, 28 წლის სამხრეთამერიკელს ამ ზაფხულს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

"იტალიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მინდა სხვა ისეთ ლიგებს გავეცნო, როგორიც პრემიერ ლიგაა, მაგრამ იტალიაში ბედნიერი ვარ".

"აქ უკვე 10 წელიწადია ვიმყოფები, ტურნირს ვიცნობ და ისე მეპყრობიან, თითქოს იტალიელი ვიყო".

"ახლა ეროვნულ გუნდზე ვარ კონცენტრირებული, დაწყნარებული გონებით უნდა ვიფიქრო საკუთარ მომავალზე. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ჩემი აგენტი მუშაობს ამ საკითხზე, მე კი არგენტინის ნაკრებზე უნდა ვიფიქრო", - ციტირებს პაულოს სიტყვებს ESPN-ი.

2021/22 წლების სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად "იუვენტუსის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.