ავტორიზაცია

სალაჰმა გაამხილა, თუ რის გამო დათმობდა ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს

სალაჰმა გაამხილა, თუ რის გამო დათმობდა ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს
თარიღი 02 ივნ 2022, 18:28

"ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხი რთული გადასატანი აღმოჩნდა.

"სპორტული ჟურნალისტების და გულშემატკივრების მხრიდან საუკეთესოდ დასახელება დიდი პატივია. ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს დავთმობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი "რეალის" წინააღმდეგ ხელახლა მეთამაშა. 

სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ, თუ როგორ მსურდა ამ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება და თასის მერსისაიდში დაბრუნება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს უდიდესი მხარდაჭერისთვის. გრძელი და რთული სეზონი გამოდგა, მაგრამ მომავალს იმედიანად ვუყურებ." - წერს მოჰამედ სალაჰი თავის ტვიტერის გვერდზე.