ავტორიზაცია

ტოტენჰემს ბარსელონადან ცენტრალური მცველი მიჰყავს და მასთან 2 წლიან კონტრაქტს აფორმებს - ესპანური მედია

ტოტენჰემს ბარსელონადან ცენტრალური მცველი მიჰყავს და მასთან 2 წლიან კონტრაქტს აფორმებს - ესპანური მედია
თარიღი 02 ივნ 2022, 19:42

"ტოტენჰემს" ერთი ნაბიჯი აშორებს "ბარსელონას" ცენტრალური მცველის გაფორმებამდე.

ესპანური სპორტული მედია პორტალი CCMA იტყობინება, რომ 26 წლის კლემენტ ლენგლე კარიერას "დეზებში" გააგრძელებს და თავის ახალ გუნდთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"სევილიას" ყოფილი მცველი "ბლაუგრანას" 2018 წელს 31.7 მილიონად შეუერთდა, მაგრამ კატალონიურ კლუბში მისი კარიერა ისე არ აეწყო, როგორც თავად ვარაუდობდა. კონტეს მოსწონს ფრანგი უკანახაზელი და როგორც ჩანს, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მომდევნო სეზონში, ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ამბიციურ გუნდში ითამაშებს.