რონალდუ ესპანეთთან მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს [სასტარტო შემადგენლობები]
ერთა ლიგის A2 ჯგუფის პირველ ტურში ერთმანეთს პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა ესპანეთში, სტადიონ „ბენიტო ვილიამარინზე“ (ბეტისის საშინაო არენა) გაიმართება თბილისის დროით 22:45 საათზე.
გუნდებმა მატჩის სასტარტო შემადგენლობები უკვე დაასახელეს:
ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ლორენტე, პაუ ტორესი, ალბა, ბუსკეტსი, სოლერი, გავი, ფერან ტორესი, სარაბია, მორატა
პორტუგალია: კოშტა, გერეირუ, დანილუ, პეპე, კანსელუ, ოტავიუ, მოუტინიო, ბრუნო, ბერნარდუ, ლეაუ, ანდრე სილვა.