დე ბრუინი: "კარგია, რომ ახლა გვეყოლება ფორვარდი, რომელსაც 20-25 გოლის გატანა შეუძლია"

„მან სიტის“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა გუნდში ერლინგ ჰოლანდის მისვლაზე ისაუბრა.
ნორვეგიელი ფორვარდი „სიტის“ „დორტმუნდიდან“ ოფიციალურად უკვე შეუერთდა და ახალი სეზონიდან ინგლისის ჩემპიონის შემადგენლობაში შეუტევს.
„ჰოლანდი ტოპ-ფორვარდია, მისი გადმოსვლა გუნდის ზრდას შეუწყობს ხელს, მოლოდინი დიდია.
კლუბი „ცხრიანს“ დიდი ხანი ეძებდა და ვფიქრობ, კარგია, რომ ახლა გვეყოლება თავდამსხმელი, რომელსაც სეზონში 20-25 გოლის გატანა შეეძლება.“ - აღნიშნა ბელგიელმა.
„სიტის" „დორტმუნდიდან" ნორვეგიელის გამოსყიდვა 60-75 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდა.