ავტორიზაცია

VIDEO: პორტუგალია ესპანეთთან მარცხს მატჩის მიწურულს გადაურჩა - რონალდუმ ნახევარი საათი ითამაშა

თარიღი 03 ივნ 2022, 00:41

სევილიაში, „ბენიტო ვილიამარინზე“ გამართულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში 25-ე წუთზე ალვარო მორატამ პაბლო სარაბიას ასისტით მოახერხა ესპანელების დაწინაურება და ანგარიში უცვლელი დიდი ხნის მანძილზე დარჩა.

ანგარიში 82-ე წუთზე რიკარდო ჰორტამ ჟოაო კანსელოს პასით გაათანაბრა და პორტუგალიას ერთა ლიგის A2 ჯგუფის პირველ მატჩში ქულა გადაურჩინა.