ავტორიზაცია

"თავიდან ძალიან მიჭირდა", - ბენზემა სადებიუტო სეზონისა და მოურინიოსთან პრობლემების შესახებ

"თავიდან ძალიან მიჭირდა", - ბენზემა სადებიუტო სეზონისა და მოურინიოსთან პრობლემების შესახებ
თარიღი 03 ივნ 2022, 12:10

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მადრიდულ გრანდში თავისი დებიუტი გაიხსენა.

"ჩემს პირველ სეზონში პირველი ექვსი თვე ძალიან რთული იყო. მარტო ვიყავი, ენა არ ვიცოდი, ამიტომაც მიჭირდა. გარდა ამისა, ახალ სამყაროში ჩამოვედი, სხვა გუნდში, სხვა ფეხბურთში. საბედნიეროდ, არ დავნებდი".

"სასაცილო ისტორია? თავში ის მომენტი მომდის, როცა ჟოზე მოურინიოსთან პატარა პრობლემები მქონდა. სასტუმროში შევხვდით ერთმანეთს, ჩვენს შორის საუბარი შედგა, ეს "მალიორკასთან" მატჩის წინა დღეს მოხდა. იმ შეხვედრაში არ უნდა მეთამაშა".

"ლაპარაკის დროს ვუთხარი: "ხვალ სასტარტოში დამაყენებ, გოლს გავიტან და შენთვის მატჩს მოვიგებ-მეთქი. მეორე დღეს გოლი გავიტანე და ანგარიშით 1:0 მოვიგეთ", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Onze Mondial-ი.

შეგახსენებთ, მადრიდულ გრანდში 33 წლის ფრანგს პორტუგალიელი სპეციალისტი 2010 წლიდან 2013 წლამდე წვრთნიდა.