ავტორიზაცია

BILD: დორტმუნდი მზადაა ამ ზაფხულს 5 ფეხბურთელი გაყიდოს

BILD: დორტმუნდი მზადაა ამ ზაფხულს 5 ფეხბურთელი გაყიდოს
თარიღი 03 ივნ 2022, 12:54

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყების წინ შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს გეგმავს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ბორუსიელები მზად არიან ხუთი ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობა განიხილონ.

"დორტმუნდი" მცველ მანუელ აკანჯის სანაცვლოდ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს. ნახევარმცველ ემრე ჩანს 15-20 მილიონად აფასებენ, ხოლო გარემარბ ტორგან აზარს - 20 მილიონად.

გარდა ამისა, ბორუსიელები მცველების, რაფაელ გერეიროსა და ნიკო შულცის თაობაზეც ელიან წინადადებებს.

როგორც აღინიშნება, "დორტმუნდს" ზემოთნახსენები მოთამაშეების შესახებ შეთავაზებები ჯერ არ მიუღიათ, რაც რიგ შემთხვევებში მათი მაღალი ხელფასების ბრალია.