ავტორიზაცია

კაპელო: "მილანის წარმატებას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა დირექტორები რანგნიკის მოყვანას შეეწინააღმდეგნენ"

კაპელო: "მილანის წარმატებას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა დირექტორები რანგნიკის მოყვანას შეეწინააღმდეგნენ"
თარიღი 03 ივნ 2022, 13:33

სახელგანთქმულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ "მილანის" დირექტორები, პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა შეაქო.

"მადლობა მალდინისა და მასარას, ძალიან კარგად გამოიცნეს ტრანსფერები, პაოლო წარმოუდგენლად ნიჭიერი და ჭკვიანია. მისთვის ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ უკვე ჩემპიონობა მოიპოვა. მიხვდა, ვისთან ერთად უნდა ემუშავა და როგორ უნდა შესულიყო ამ ახალ სამყაროში".

"უფრო მეტიც, გვარი მალდინი, მის ქარიზმასთან ერთად, ყველაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. გადახედეთ თუნდაც ტეო ერნანდესთან გამართულ მოლაპარაკებებს".

"უნდა ითქვას, რომ ამ "მილანის" დიდი სიძლიერე 2020 წელს რანგნიკის მოსვლასთან წინააღმდეგობის გაწევიდან მოდის. Elliott-ში ფსონის გერმანელზე გაკეთება გადაწყვიტეს, კლუბში კი ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგნენ".

"ისინი კლუბში ისეთი ადამიანის მოყვანას ცდილობდნენ, რომლის შესახებაც ხელმძღვანელობისთვის აზრიც კი არ უკითხავთ", - თქვა "მილანის" ექს-მწვრთნელმა Tuttosport-თან ინტერვიუში.