ავტორიზაცია

"ჯერ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს", - ბენზემამ თავისი სამომავლო მიზნები გაამხილა

"ჯერ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს", - ბენზემამ თავისი სამომავლო მიზნები გაამხილა
თარიღი 03 ივნ 2022, 14:53

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ თავისი სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა.

"ჯერ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს. ტიტულების მოპოვება მინდა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დასაკუთრება ერთხელ ან რამდენჯერმე. ნაკრებთან ერთად კი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ოცნებები - ეს არის ყველაფერი, რაც მაქვს".

"მუნდიალის თასის აღმართვა ჩემთვის აპოთეოზი იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ოცნების ახდენაა. ნაკრებთან ერთად ტიტულის დასაკუთრება - წარმოუდგენელი შეგრძნებაა".

"ასე რომ, ცხადია, ამ ტიტულისკენ ვისწრაფვი. ეს უმაღლესი დონეა, რომლის მიღწევაც ნაკრებთან ერთად შეიძლება. ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის", - ციტირებს 33 წლის ფორვარდის სიტყვებს Onze Mondial-ი.

შეგახსენებთ, 2018 წელს, როცა საფრანგეთმა მუნდიალი მოიგო, ბენზემა შემადგენლობაში არ ყოფილა. "რეალის" რიგებში კარიმს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული - წინ მხოლოდ ფრანსისკო ხენტოა.