ავტორიზაცია

"იტალიასთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ ევროპელების დონეზე ვართ", - დი მარიამ მბაპეს განცხადებას უპასუხა

"იტალიასთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ ევროპელების დონეზე ვართ", - დი მარიამ მბაპეს განცხადებას უპასუხა
თარიღი 03 ივნ 2022, 15:06

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია სამხრეთამერიკული ფეხბურთის შესახებ კილიან მბაპეს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა აქამდე თქვა: "სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ევროპაში. მუნდიალის ბოლო გათამაშებები ევროპელებმა მოიგეს".

"კილიანის სიტყვებზე ბევრი ისაუბრეს. მუდმივად უნდა ვითამაშოთ სამხრეთამერიკული ნაკრებების წინააღმდეგ. ვფიქრობ, იტალიასთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ ევროპული ნაკრებების დონეზე ვართ".

"მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სერიოზული გუნდები იქნებიან, რომლებიც უძლიერესები არიან".

"ჩემი აზრით, ვაჩვენეთ, რომ კარგ დონეზე ვიმყოფებით. მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. მოგების სხვა კანდიდატებიც არიან, შესანიშნავი ფეხბურთელებით", - თქვა დი მარიამ "ფინალისიმაში" იტალიის (3:0) დამარცხების შემდეგ.